მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამით გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც. ერთი ადამიანის მკვლელობისა და მეორე პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.

პროკურატურის შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ პროცესი დაიხურა. დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება და პროცესის დახურვაც პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით გადაწყდა.

აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი, რომელსაც ქმარმა ცივი იარაღით სხეულზე 13 ჭრილობა მიაყენა, კვლავ რენიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

იხილეთ ასევე: "დანაშაულში ბრალდებულს უთქვამს, შევცდი, კაცი არ უნდა მომეკლაო" - ეჭვიანობით ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები

"ინტერპრესნიუსი"