შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ქართველი ქალების დახსნას?!
01-11-2010
28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები კვლავ მოექცნენ უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში. მალაიზიაში სამართალდამცავებმა  დააკავეს ორი ქართველი ქალბატონი - დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე. ჩხრეკის დროს მათ 11 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება  ამფეტამინი აღმოაჩნდათ.

ამფეტამინი მალაიზიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბაზარზე ერთი გრამი 300 დოლარი ღირს.
მალაიზია ოქროს სამკუთხედის ქვეყნების (ლაოსი, ბირმა, ტაილანდი) მეზობლად მდებარეობს.  ნარკოტიკული ექსპანსიის შესამცირებლად ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა, ნარკორეალიზატორებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოეცხადებინა, ამიტომ  თუ  ჩვენს მოქალაქეებს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ
მოქმედი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა ემუქრებათ (წელს  ორმოცდაათამდე  ნარკორეალიზატორი  დასაჯეს სიკვდილით).

როგორც დაკავებულები აცხადებენ, ისინი  მიფრინავდნენ მარშრუტით სტამბოლი-მაროკო-კამერუნი-მალაიზია. კამერუნის აეროპორტში ვი|ღაც უცნობმა პირმა მათ ჩანთების წაღება სთხოვა... ნარკობიზნესში ჩართული პირები ხშირად ნარკოკურიერებად სწორედ ქალებსა და მოზარდებს არჩევენ, ფიქრობენ, რომ მათზე ეჭვს არავინ  მიიტანს;  გაცნობის შემდეგ გასამრჯელოს
ფასად (რაც უფრო დიდია საზღვარზე გადატანის რისკი და საქონლის” საბაზრო ღირებულება, მით უფრო მეტია გასამრჯელო) მათ ამა თუ იმ “ნივთის” საზღვარზე გადატანას ან რომელიმე კონკრეტულ დანიშნულების ადგილამდე მიტანას სთავაზობენ. 

მალაიზიაში  დაკავებულ ქალბატონებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად  3 ნოემბერს სასამართლოს წინაშე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება მოუწევთ. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, შეძლებს თუU არა (მოინდომებს თუ არა) საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნებას. სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ასეთი პრეცედენტები არსებობს.
ნინო ბურჭულაძე


ნარკოსაქმოსანთა სამიზნე

ცნობილია, რომ  2007 წლის ნოემბერში სტამბოლის აეროპორტში თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც  ჩინეთში 4 კილოგრამი ჰეროინი  მიჰქონდა. როგორც გამოძიებისას გაირკვა, მას ამ საქმეში ერთმა ქართველმა ქალმა 4.500 დოლარი შესთავაზა. მოზარდი  სასჯელს თურქეთის ციხეში იხდის...

ხშირად ნარკოსაქმოსანთა სამიზნე  მოტყუებული და უსაბუთოდ დარჩენილი ქართველი ქალები ხდებიან. ქართველ ცოცხალ კონტეინერებს (ასე ეძახიან ნარკოკურიერ ქალებს) Dდღეს სამწუხაროდ, მრავალი ქვეყნის ციხეებში შეხვდებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?