ბაგებში სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო დაეჯახა - კვირის პალიტრა

ბაგებში სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო დაეჯახა

ბაგებში სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრია დაშავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"