"თავად დაგვარწმუნა, რომ მკვლელობები მისი ჩადენილი იყო" - კვირის პალიტრა

"თავად დაგვარწმუნა, რომ მკვლელობები მისი ჩადენილი იყო"

"ვასიკომ" იაზვურად დაიწყო ლაპარაკი. ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ნერვებს მიშლიდა, თავში მირტყამდა და ჩემს ნათესავებს ლანძღავდა. ვეღარ მოვითმინე და კისერში წავუჭირე ხელი, რა დროსაც გონება დაკარგა. მაგიდიდან დიდი დანა ავიღე, ყელში გამოვუსვი, შემდეგ თავი და ხელი მოვაჭერი. სისხლი იატაკზე რომ არ დაღვრილიყო, ცელოფანი დავაფინე, გავამზადე ორი ბოთლი სალიარკა, სხეულის ნაწილები ეზოში ჩავიტანე და ურნაში ჩავყარე. შინ ამობრუნებულმა გვამი მაგიდის გადასაფარებელში გავახვიე, ბაღთან მივათრიე და ცეცხლი წავუკიდე. დაწვას აღარ დავლოდებივარ, ბინაში შევბრუნდი, სახლი მოვწმინდე და დასაძინებლად დავწექი", - ეს არის ამონარიდი სამუდამო პატიმრობამისჯილი მ. ა.-ს ჩვენებიდან.

თავის დროზე "კვირის პალიტრა" წერდა სერიულ მკვლელზე, რომელსაც საქართველოში ორი სასტიკი მკვლელობა უკავშირდება. 43 წლის მამაკაცს სასამართლომ შესაბამისი ვერდიქტი - სამუდამო პატიმრობა გამოუტანა. გორელ ვაშლის გამყიდველს

სასტიკი მკვლელობები ფიზიკური ნაკლის გამო ვერ უმტკიცდებოდა - ხელებზე თითები არ ჰქონდა და ვერავის წარმოედგინა, რომ მას მკვლელობა, მით უფრო გვამის დანაწევრება შეეძლო - ის გვამებს თავს ჰკვეთდა, სხეულს კი წვავდა.

სერიული მკვლელის დანაშაულებრივი საქმის დეტალებზე ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსანი გვიყვება. გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა. როგორც ამბობს, მკვლელი აბსოლუტურად შერაცხადი იყო და აუხსნელია, რატომ ხოცავდა ადამიანებს ასე სადისტურად.

ორი მკვლელობა და ორივე 25 მარტს

- დაკავებულ მ.ა.-ს ტაიგაში ხის დამამუშავებელ საამქროში უმუშავია, დაზგაში ჩაჰყოლია ხელები და თითები დაუკარგავს. ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ მას ვინმეს მოკვლა, გათრევა და მით უფრო, თავის მოკვეთა შეეძლო.

ერთი სიტყვით, არავის სჯეროდა მისი დანაშაულის. მკვლელი მოწმედ დაიკითხა და პროკურორმა დაიჟინა, გავუშვათო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს კაცი მკვლელი იყო. გავარკვიე, რომ რუსეთში სამჯერ მჯდარა ციხეში და ოფიციალურად მოვითხოვე ამოეღოთ ცნობები, რისთვის იხდიდა სასჯელს. გაკვრით ვიცოდით, მის საქმეებში რაღაც მისტიკურ ამბებზე იყო საუბარი, გაუფრთხილებლობით მკვლელობაზე, დანაშაულის დაფარვაზე და სხვა. სამწუხაროდ, ამ საქმეების გაცნობა ვერ მოვახერხეთ.

2004 წელს ამ კაცის სახლში ანალოგიურად მოკლეს სოცმუშაკი, მ.ა.-ს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის მოიხადა სასჯელი. როგორც კი ციხიდან გამოვიდა (2008 წლის მარტის დასაწყისში), ორ კვირაში ზუსტად იმავე რიცხვში და იმავე ხელწერით ჩაიდინა დანაშაული (ორივე მკვლელობა 25 მარტს მოხდა).

ამოვიღე ის სისხლის სამართლის საქმე და იქაც იგივე ჩვენებაა - იქაც 4 არარსებული პირის თავდასხმაზე ლაპარაკობს: სახლში ვიღაც ტიპები შემოგვიცვივდნენ, დალევა უნდოდათ, გვცემეს, ჩემი სტუმარი მოკლეს და მე გავიქეციო. იმ შემთხვევაშიც მოკლულს თავი ჰქონდა მოკვეთილი, ოღონდ მაშინ თავი ვერ იპოვეს.

"თავად დაგვარწმუნა, რომ მკვლელობები მისი ჩადენილი იყო"

- პოლიციელებს 27 წლის ვ.მ.-ს ცხედრის თავის ძებნა დავაწყებინე - მთელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-მდე პოლიციელი ეძებდა, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ნახევარი გარნიზონი გადავრთეთ ნაგვის მანქანებზე, რომლებსაც იმ კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან ნაგავი გაჰქონდათ. აღმოვაჩინეთ მანქანა, რომელსაც ნაგავი ჯერ არ დაეცალა და სწორედ იქ აღმოვაჩინეთ პარკში გახვეული მოკვეთილი თავი და ხელი.

როგორ არ მივუდექით ამ კაცს, მაგრამ დანაშაულს არ აღიარებდა. ანაბეჭდებიან-ნაწილაკებიან-სისხლისკვალიან და ყველაფრიანად მტკიცდებოდა, რომ დანაშაული მის მიერ და მისივე ბინაში იყო ჩადენილი, მაგრამ არ ტყდებოდა, ცდილობდა, დანაშაული სხვისთვის გადაებრალებინა. არადა, ეს საქმე იმ ძველ დანაშაულსა და საქმესთან ერთი-ერთში ჯდებოდა.

ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ პროკურატურა ამბობდა, რომც თქვას, მე მოვკალიო, ვერ დავიჭერთ, იმიტომ, რომ თითები არა აქვს და მკვლელობას ვერ ჩაიდენდაო. იხილეთ სრულად