ახალციხეში მამაკაცმა მეზობლები ნაჯახით დაჭრა - კვირის პალიტრა

ახალციხეში მამაკაცმა მეზობლები ნაჯახით დაჭრა

ახალციხეში მამაკაცმა მეზობლები ნაჯახით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავდაპირველად ორ მეზობელთან დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც მან ორი ადამიანი ნაჯახით დაჭრა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"