ბრალდებულმა 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა - ხობში საბავშვო ბაღი გაქურდეს - კვირის პალიტრა

ბრალდებულმა 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა - ხობში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ხობის #2 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია ორი ტელევიზორი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ქურდობის ფაქტი უკვე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.