"დიდი ალბათობით, ეს იყო კრიმინალური გარჩევა" - რას ამბობენ საგარეო უწყებაში საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების და რუსეთის 2 მოქალაქის დაჭრაზე
"დიდი ალბათობით, ეს იყო კრიმინალური გარჩევა" - რას ამბობენ საგარეო უწყებაში საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების და რუსეთის 2 მოქალაქის დაჭრაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი სტამბოლში მომხდარ ფატზე, სადაც საქართველოს ერთი მოქალაქე გასროლის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო რუსეთის 2 მოქალაქე კი დაიჭრა, განმარტებებს აკეთებს.

როგორც ვლადიმერ კონსტანდინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ ადგილი აქვს კრიმინალურს ფაქტს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი საკონსულო აქტიურადაა ჩართული. ჩვენი კონსული ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე.
წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა მოხდა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია 2 ადამიანი, სამწუხაროდ, არის გარდაცვლილი, ის საქართველოს მოქალაქეა. 2 პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა, მიიმალა. დასტურდება, რომ ისინი ეთნიკურად იყვნენ ქართველები, თუმცა მათი მოქალაქეობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. მეტი დეტალი
მოგვიანებით გვეცოდინება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს",- განაცხადა კონსტანტინიდიმ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებას, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ასეთ შემთხვევაში საგარეო უწყება მყისიერად რეაგირებებს. მისივე განმარტებით, გადმოსვენების მიმართულებითაც საკონსულო მუშაობს.

"სავარაუდოდ, როდის მოხდება გადმოსვენება, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დამოკიდებული ვართ გამოძიებაზე, რადგან მათ უნდა მოგვცენ თანხმობა, ვინაიდან საუბარი ეხებოდა კრიმინალურ შემთხვევას. ეს იყო თავდასხმა, კონკრეტულად, თუ არ ვცდები, საფოსტო გზავნილების ოფისზე, სადაც 3 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და იქ, მყოფ ადამიანებს მიწაზე დაწოლა მოსთხოვეს. დიდი ალბათობით, შეიძლება ეს იყო კრიმინალური გარჩევა, არ არის გამორიცხული, ძარცვის მიზნით. ეს დაზუსტდება გამოძიების მიერ. ამ პროცესში მოხდა გასროლა, რის შემდეგაც მოხდა იქ მყოფი ადამიანების დაჭრა, შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს", - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

კითხვაზე, კავშირში იყვნენ თუ არა რუსები და ქართველები ერთმანეთთან, კონსტანტინიდი განმარტავს, რომ აქ, მოქალაქეობრივ კუთვნილებას და ეთნიკურ წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე განმარტებით, საუბარი არ არის მათ შორის არსებულ რაიმე ტიპის პარტიორობაზე.

საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ მეტი დეტალი საგარეო საქმეთა სამინისტროსაც არ აქვს და როგორც კი მეტი რამ დაზუსტდება, მედიას შესაძლებლობა ექნება მიმდინარე რეჟიმში მეტი ინფორმაცია მიიღოს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები