ესპანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

ესპანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში, ქალაქ ალკუდიაში ვილის გაქურდვის მცდელობის დროს ორი ქართველი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, პოლიციას ტელეფონით დაუკავშირდა ვილის მფლობელი, რომელსაც კამერები ჰქონდა დაყენებული აგარაკზე და საკუთარ სახლში უკანონოდ შეღწევის სიგნალი მობილურ ტელეფონზე მიიღო.

ასევე მედიის ინფორმაციით, პოლიციელები ოპერატიულად მივიდნენ დანაშაულის ადგილას და დანაშაულში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს, რომლებიც შეიარაღებულები აღმოჩნდნენ.