ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს - კვირის პალიტრა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ლევან ვასაძე უკანონო ფორმირებების შექმნის ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ. "სახალხო ლეგიონის" წევრები ლგბტ აქტივისტების ქამრებით შეკვრასა და მათ მიერ გამართული პრაიდის ჩაშლას გეგმავდნენ.

"ინტერპრესნიუსი"