ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე მამაკაცი მოკლეს
22-06-2019
ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე მამაკაცი მოკლეს
ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლი იყო. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დამნაშავემ მსხვერპლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი. მათი ინფორმაციით, მძღოლი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა შსს-ს ცნობით, მუხლი გადაკვალიფიცირდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით