შსს-მ ტელეკომპანია "Россия 24"-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

შსს-მ ტელეკომპანია "Россия 24"-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ ტელეკომპანია "Россия 24"-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით დაიწყო.