ავჭალაში ავარიის დროს ავტომობილში მყოფი ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ავჭალაში ავარიის დროს ავტომობილში მყოფი ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ავჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი, მცირეწლოვანი და მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის გარდაცვალება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?