ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების საქმეზე დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს პატიმრობა შეეფარდა
23-06-2019
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების საქმეზე დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 70 წლის მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, გიორგი წიქარიძემ დანაშაულებრივი კავშირები შესაძლოა, მიმალვისთვის და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის გამოიყენოს.

ამასთან, აღნიშნულ შუამდგომლობას დაკავებულის
ადვოკატი არ ეთანხმებოდა. როგორც სასამართლო პროცესზე მარინე ჯანიკაშვილმა განაცხადა, გიორგი წიქარიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?