"მამაკაცმა სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა" - ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 2 ადამიანი გარდაიცვალა
"მამაკაცმა სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა" - ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 2 ადამიანი გარდაიცვალა
ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრის დირექტორის ზურა უგრეხელიძის ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, დღეს დილით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა აფეთქებისას დაშავებული ქალი. გარდაცვლილი მამაკაცის დედა კი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმეა ათი წლის გოგონას მდგომარეობაც.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე
აფეთქება 18 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები