რომან გოცირიძე ნიკა მელიას პატიმრობის საკითხზე:"თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია"
25-06-2019
რომან გოცირიძე ნიკა მელიას პატიმრობის საკითხზე:"თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია"
თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში, - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე, სადაც პროკურატურის მიმართვას განიხილავენ დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ახლა რაც ხდება, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად პოლიტიკური დიქტატურა მყარდება.

"იწყება პოლიტიკური რეპრესიები ქვეყანაში. მე მოგიწოდებთ პარლამენტს, მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ მომართვას უნდა უყაროს კენჭი. ნუ ჩაიდენთ
დანაშაულს, ნუ შეუწყობთ ხელს ქვეყანაში მძიმე ვითარების შექმნას. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა. თითოეულ ადამიანს ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში. ეს არ არის მუქარა. თქვენ ამ შემთხვევაში ხართ უმძიმეს მდგომარეობაში. თქვენ ხართ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სურვილის
შემსრულებელი. ივანიშვილს ამ ქმედების გამო ძალიან მძიმედ მოუწევს პასუხისგება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.


"ინტერპრესნიუსი"
mmg
26 ივნისი 2019 13:31
ბიჭო ერთი თქვენ ხომ გაგასამართლათ ისტორიამ!
26 ივნისი 2019 01:22
Urigo ar iqneba shenc tu gverze miujdebi, heiri mainc araferia tqvengan.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?