"მძარცველს დანა ეჭირა ხელში და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა" - რას ამბობს "აიპლიუსის" თანამშრომელი? - კვირის პალიტრა

"მძარცველს დანა ეჭირა ხელში და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა" - რას ამბობს "აიპლიუსის" თანამშრომელი?

პეკინის ქუჩაზე, "აიპლიუსის" მაღაზიასთან, სადაც ყაჩაღობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" "აიპლიუსის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, პირს, რომელსაც დაყაჩაღება უნდოდა, ხელში დანა ეჭირა.

"დანა ეჭირა ხელში, ერთი პირი შემოვიდა და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა", - განაცხადა "აიპლიუსის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მისივე თქმით, სამართალდამცველები ადგილზე დროულად მივიდნენ.

აღნიშნული პირი დაკავებულია.

განახლებული ინფორმაცია: "აიპლიუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ერთი პირი დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"