პეკინის ქუჩაზე, "აიპლიუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

პეკინის ქუჩაზე, "აიპლიუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ერთი პირი დააკავეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, "აიპლიუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ერთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დანაშაული აღკვეთეს. უწყების ცნობითვე, მამაკაცი, რომელიც მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა, ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.