"ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან... ექიმთან იყვნენ კონსულტაციაზე" - თურქეთში მომხდარი ავარიის დეტალები, რომელსაც ორი ქართველი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან... ექიმთან იყვნენ კონსულტაციაზე" - თურქეთში მომხდარი ავარიის დეტალები, რომელსაც ორი ქართველი ემსხვერპლა

თურქეთში ქალაქ ტრაპზონთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.

როგორც AMBEBI.GE-ისთან საუბარში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ავარიის დროს კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთმა დაშავებულმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო მეორე მძიმე მდგონარეობაშია და რიზეს კლინიკაშია მოთავსებული.

მიქელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებულნი და მათ ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, საქართველოში გადმოსვენების პროცედურები დღეს დაიწყება.

"ეს ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან, ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. ავტომობილში, რომელიც ავარიაში მოყვა, ოთხი ადამიანი ისხნდა. როგორც ვიცი, დეიდა და დისშვილები. სამწუხაროდ დეიდა და ერთი დისშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაგრძელება