მესტიაში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა და მამა იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

მესტიაში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა და მამა იმსხვერპლა

მესტიაში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რასაც მამა ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 12 წლის გოგონა სავარაუდოდ იარაღით თამაშობდა.

ადგილობრივი გამოცემა "სვანეთინიუსის" ინფორმაციით, გარდაცვლილი 51 წლის დავით გაბლიანია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"