ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა შეეფარდათ

მოკლული უფლებადამცველის ვიტალი საფაროვის საქმეზე ბრალდებულები, გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ბრალდებული, გიორგი სოხაძე დაიკითხა.

ცნობისთვის, ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს დიუმას ქუჩაზე მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობისა და განვითარების ცენტრში" მუშაობდა. საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე დააკავეს.

იხილეთ ასევე: "ჩანაწერებში ჩანს, ძირს დაცემულსა და დაჭრილს როგორ ურტყამენ წიხლებს... 9 ჭრილობიდან 4 სასიკვდილო იყო, ერთი კაცი ამას ვერ შეძლებდა"

"ინტერპრესნიუსი"