"ოჯახი თურმე ორი დღეა ეძებს" - მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

"ოჯახი თურმე ორი დღეა ეძებს" - მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობში, მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან ორი დღის წინ გავიდა.

"ოჯახი თურმე ორი დღეა ეძებს. მას მაშველთა 5- კაციანი ბრიგადა ეძებდა. როგორც ვიცი, თვითმხილველმა ეს მამაკაცი ბოლოს მდინარის მიმდებარე ტეროტორიაზე ნახა და გამომდინარე აქედან ივარაუდეს, რომ შეიძლებოდა მდინარეში გასაგრილებად შესულიყო და დაიხრჩო,"- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს" ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლევან ლიპარტიამ.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.