"ვის რა დონეზეც, რა სახის ბრძანება ან ქმედება არ უნდა განეხორციელებინა, პასუხისმგებლობას ვიღებ მე" - კვირის პალიტრა

"ვის რა დონეზეც, რა სახის ბრძანება ან ქმედება არ უნდა განეხორციელებინა, პასუხისმგებლობას ვიღებ მე"

ამ ღონისძიების დროს ვის რა დონეზეც, რა სახის ბრძანება ან ქმედება არ უნდა განეხორციელებინა, თუ ის შეესაბამებოდა ღონისძიების გეგმას და კონკრეტულ ინსტრუქციებს, პასუხისმგებლობას ვიღებ მე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით გახარიამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ვის მიერ იყო გაცემული 20 ივნისის აქციის დაშლის შესახებ ბრძანება. მინისტრის განმარტებით, შს სამინისტროს მიღმა, ვერავინ ვერ განახორციელებდა ვერანაირ ბრძანებასა და ქმედებას.

"არსებობს მთელი სამართლებრივი ჩარჩო, მსგავს ღონისძიებებში როგორ მოქმედებს პოლიცია. ეს განისაზღვრება პოლიციის შესახებ კანონით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და კიდევ ბევრი სამართლებრივი აქტით. ამ ღონისძების დროს ვის რა დონეზეც, რა სახის ბრძანება ან ქმედება არ უნდა განეხორციელებინა, თუ ის შეესაბამებოდა ღონისძიების გეგმას და კონკრეტულ ინსტრუქციებს, რა თქმა უნდა, ყველა ამ ბრძანებასა და ღონისძიებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ მე. ვერავინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღმა, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებულ ვერანაირ ბრძანებას თუ ქმედებას ვერ განახორციელებდა," - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"