მცირეწლოვანი დედამ სცემა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატელს დაეცა - რა მოხდა მარნეულში - კვირის პალიტრა

მცირეწლოვანი დედამ სცემა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატელს დაეცა - რა მოხდა მარნეულში

მარნეულში სამ წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს დედამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც სავარაუდოდ, ხელში ეჭირა, ჭრილობა მიიღო.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სისხლის სამართლის საქმე 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"