შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ 20 ივნისს პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფებიც იმყოფებოდნენ - კვირის პალიტრა

შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ 20 ივნისს პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფებიც იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფებიც იმყოფებოდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, 20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გდდ-ს სამმართველოების მორიგე და სათადარიგო დანაყოფები.

"ღონისძიებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან", - განაცხადეს შსს-ში მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.