ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს - კვირის პალიტრა

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ნიკა მელიას საკუთარ სახლში ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას რამდენიმე დამატებითი შეზღუდვა დაუწესა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კიდევ ერთი შეზღუდვა დაუმატა. როგორც მოსამართლემ განმარტა, მელიას ელექტრონული მონიტორინგი სახელმწიფო ბრალდებას უნდა განეხორციელებინა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, პრობაციის სააგენტო ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას მოახდენს და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს მიაწვდის.

"ინტერპრესნიუსი"