შსს-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს გი­ორ­გი ყა­ყი­ჩაშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და - კვირის პალიტრა

შსს-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს გი­ორ­გი ყა­ყი­ჩაშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.

შეგახსენებთ, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.

სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოყვანილ იქნა სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ambebi.ge