დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მათი ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში აცნობეს, დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.