"საზამთროს გამყიდველს მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საზამთროს გამყიდველმა თავდაცვის მიზნით დანა მოიქნია და..." - კვირის პალიტრა

"საზამთროს გამყიდველს მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საზამთროს გამყიდველმა თავდაცვის მიზნით დანა მოიქნია და..."

თვითმხილველები დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საზამთროს გამყიდველს მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საზამთროს გამყიდველმა თავდაცვის მიზნით დანა მოიქნია და მამაკაცი დაჭრა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის ექსპერტ -კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.

"ინტერპრესნიუსი"