გიორგი ბარამიძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს - კვირის პალიტრა

გიორგი ბარამიძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ჩვენებას აძლევს.

გიორგი ბარამიძე გამოკითხვაზე 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამო დაიბარეს. თუმცა, მან საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემდა.

"ინტერპრესნიუსი"