მანქანა გზიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა - ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

მანქანა გზიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა - ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

გარდაცვლილები არიან შუა ხნის ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები კი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.