გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა
10-07-2019
გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

ის ჩვენებას, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისცემს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობს.

გასულ კვირას, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ერთ-ერთი წევრი, გია ბარამიძე.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?