"ნიღბები ეკეთათ და..." - ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს გზის ჩახერგა აიძულეს, შსს დატოვა
10-07-2019
"ნიღბები ეკეთათ და..." - ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს გზის ჩახერგა აიძულეს, შსს დატოვა
შს სამინისტროს შენობა ავტობუსის მძღოლმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს გზის ჩახერგა აიძულეს.

გენადი კოვზირელის განცხადებით, მას აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება არ შეუძლია, ვინაიდან მათ ნიღბები ეკეთათ.

როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტობუსში მგზავრები ისხდნენ.

"კოსტავას ქუჩაზე, არმისული ფილარმონიასთან გამაჩერეს და მომთხოვეს გზის გადაკეტვა. მათ ნიღბები ეკეთათ და სახეზე ვერ დავინახე. ავტობუსში ისხდნენ მგზავრები. შემეშინდა ერთ მომენტში, რადგან დავინახე, რომ ისინი ქუჩაში ცეცხლს უკიდებდნენ ყუთებს და შეიქმნა საშიშროება ავტობუსი
აალებულიყო, ვინაიდან ის გაზზე მუშაობს", - განაცხადა გენადი კოვზირელმა.

ამ ეტაპზე შს სამინისტროში კიდევ ერთი პირი რჩება, რომელიც გამოძიებას 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს. კიდევ ერთმა პირმა, რომელსაც რუსთაველის 18 ნომერში ღია კაფე აქვს, შსს-ს შენობა უკვე დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები