"თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - კვირის პალიტრა

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში. ამასთან, მოსამართლემ განუმარტა მას უფლებები და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.

"არ ვცნობ თავს დამნაშავედ", - განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

კალანდიას წინასასამართლო სხდომა სრულად დაიხურა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრლადების მხარის შუამდგომლობა პროცესების დახურვის თაობაზე. პროკურორები სხდომის დახურვას, საქმეში არასრულწლოვანი პირების ფიგურირებით და მათი პირადი მონაცემების გაჟღერებით ასაბუთებდნენ.

ბრალდების შუამდგომლობას პროცესების დახურვის თაობაზე დაცვის მხარეც დაეთანხმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

იხილეთ ასევე: "ჩემს ძმას დათოსთვის არაფერი დაურტყამს"

"ინტერპრესნიუსი"