ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
11-07-2019
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.

მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ ობიექტურია. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასეთი ობიექტური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის
მომზადების საქმეზე ბრალი გიორგი მერებაშვილის გარდა, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას აქვთ წაყენებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები