მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
11-07-2019
მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადაეცა. მხარეებმა დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე დღევანდელ სხდომაზე გადახედა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, რომ მიხეილ კალანდიას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდა, მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით შევწყვეტთ ბრძოლას. არსებით სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ, რა თქმა უნდა, განმეორებით იქნება დაყენებული აღნიშნული შუამდგომლობა", - განაცხადა მიხეილ კალანდიას
ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე კალანადიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობაც დააყენა.

"რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე, იმიტომ რომ მოცულობითი საქმიდან შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე საქმის ფურცელია, რომელიც შემხებლობაში შეიძლება იყოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან.
სასამართლომ არც ეს დააკმაყოფილა, თუმცა გარწმუნებთ, რომ არსებითი განხილვისას აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი, იმიტომ რომ ისეთი მოცულობის მტკიცებულებებია და იმ რაოდენობის, რომ შეუძლებელია ამ საქმემ სასამართლოში თავი დაიმაგროს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ამის წინაპირობა არ არსებობს", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?