წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

წერეთლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითად მოსიარულეს "მერსედესის" მარკის მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო და გადაყვანილია საავადმყოფოში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი