რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მაგისტრალზე გადადიოდა, რა დროსაც მას "მინივენი" დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"