გარდაბანში, სატვირთო ამწის დაგორების შედეგად, 7 მანქანა დაიმტვრა - დაღუპულია ერთი და დაშავებულია 5 ადამიანი - კვირის პალიტრა

გარდაბანში, სატვირთო ამწის დაგორების შედეგად, 7 მანქანა დაიმტვრა - დაღუპულია ერთი და დაშავებულია 5 ადამიანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 5 კი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად, 8 ავტომანქანა დაიმტვრა.

არსებული ინფორმაციით, აღართზე მიმავალი სატვირთო ამწე დაგორდა და უკან მიმავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, თავის მხრივ, სატვირთო დაეჯახა უკან მდგარ მსუბუქ ავტომობილებს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"