ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 9 დაშავდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი "მინივენი" ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.პირველადი ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი.მომხდარის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრასპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.იხილეთ ასევე: ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული პირებიდან კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა "ინტერპრესნიუსი"