"სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ" - პორტუგალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
"სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ" - პორტუგალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
პორტუგალიის ქალაქ პორტუს პოლიციამ სამი ქართველი ქურდი დააკავა, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დანაშაულებრივ ჯგუფებთან ჰქონდათ კავშირი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მათ ქალაქ ვილა ნოვა დე გაიაში სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ.

გამოძიების ვერსიით, აღნიშნულმა სამკაციანმა ჯგუფმა ხუთი თვის განმავლობაში სულ ცოტა თორმეტი ბინა გაქურდა, ძირითადად, ქალაქ პორტუსა და მის შემოგარენში, სავარაუდოდ, ორიც ბრაგასა და ლისაბონში. ძირითადად იპარავდენ ფულს, ოქროს, საათებს და სეიფებს.

"ინტერპრესნიუსი"

ჟორა
15 ივლისი 2019 20:04
სასწრაფოდ უნდა დააბრუნონ სამშობლოში,არჩევნები ახლოვდება და ვინ იცის,თუ გახარიას ვერ გაამართლა იქნებ "პორტუგალიელმა გასტროლიორებმა" უშველოს ოცნებას?სულ ის მახსენდება,სატელიტური ანტენებით რომ მორბოდნენ
საქართველოში-დემოკრატია მოგვენატრაო.
არ დამბლოკოთ,ბიძინას გაგაოცებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები