"სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ" - პორტუგალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

"სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ" - პორტუგალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პორტუგალიის ქალაქ პორტუს პოლიციამ სამი ქართველი ქურდი დააკავა, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დანაშაულებრივ ჯგუფებთან ჰქონდათ კავშირი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მათ ქალაქ ვილა ნოვა დე გაიაში სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ.

გამოძიების ვერსიით, აღნიშნულმა სამკაციანმა ჯგუფმა ხუთი თვის განმავლობაში სულ ცოტა თორმეტი ბინა გაქურდა, ძირითადად, ქალაქ პორტუსა და მის შემოგარენში, სავარაუდოდ, ორიც ბრაგასა და ლისაბონში. ძირითადად იპარავდენ ფულს, ოქროს, საათებს და სეიფებს.

"ინტერპრესნიუსი"