"გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება"
"გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება"
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გრიგოლ ვაშაძე, სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი
მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა", - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები