შსს ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20 ივნისის აქციის საქმეზე დღეს დაკავებული სამი პირის ქმედებებია ასახული - კვირის პალიტრა

შსს ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20 ივნისის აქციის საქმეზე დღეს დაკავებული სამი პირის ქმედებებია ასახული

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20 ივნისის აქციის საქმეზე დღეს დაკავებული სამი პირის ქმედებებია ასახული.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, კადრებში ჩანს, ერთ-ერთი დაკავებული ც.ც., რომელიც "თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში".

ამასთან, კადრებში ჩანს, 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

რაც შეეხება 1989 წელს დაბადებულ ლ. ჯ.-ს, შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ორ სამართალდამცველებს ურტყამს ფარს. ამასთან, შსს-ს ცნობით. დაკავებული აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

იხილეთ ასევე: 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 12 პირია მიცემული