აქციის დაშლის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
17-07-2019
აქციის დაშლის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დეთანხმა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი
ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
დაკავებულ პირზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

პროკურატურის ინფორმაციითვე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

100-ჯერ მითქვამს
17 ივლისი 2019 18:06
სახელმწიფო სამსახურში ისე უნდა იმუშაო, რომ
წლების შემდეგ ხალხში გასვლა შეგეძლოს. არ უნდა ებლაყუნო სხვის დაკრულზე,

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?