"ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო"
17-07-2019
"ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო"
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების და დარბევის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. ამის შესახებ გიორგი გახარიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას თავად დაურეკა.

"მეორე დღეს გაიგო, დრო არ მახსოვს. იმ ღამეს არ იცოდა. მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს", - განაცხადა გახარიამ.



"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები