"პრეზერვატივზე ჩემი ფოტოს გამოსახვა, ჩემთვის პატივისა და ღირსების შელახვა იქნება"
"პრეზერვატივზე ჩემი ფოტოს გამოსახვა, ჩემთვის პატივისა და ღირსების შელახვა იქნება"
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გიორგი გოგიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზერვატივზე მისი ფოტოს გამოსახვა, მისთვის პატივისა და ღირსების შელახვა იქნება.

შესაბამისი შეკითხვით გოგიაშვილს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, გასაუბრების დროს, საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მიმართა.

"გახსოვთ ალბათ, ლევან მურუსიძის ფოტოს რომ ბეჭდავდნენ პრეზერვატივზე. ამ შემთხვევაში, ეს რა არის თქვენთვის - კრიტიკას, გამოხატვას სცილდება?! ან შეურაცხყოფად მიგაჩნიათ?! თქვენი ფოტოც რომ გამოსახოს ვინმემ, რა განცდა გექნებათ?", - მიმართა გოგიაშვილს ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა,
რა დამოკიდებულება აქვს სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და წავიდოდა თუ არა ის, როგორც მოსამართლე "ლგბტ პრაიდზე".

თავის მხრივ, მოსამართლეობის კანდიდატმა ჯანეზაშვილის საპასუხოდ განაცხადა:

"რასაკვირველია, ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა. ჩემთვის ეს ასე არის, ძალიან მეწყინებოდა", - უპასუხა ჯანეზაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატმა.

რაც შეეხება შეკითხვას, წავიდოდა თუ არა „ლგბტ პრაიდზე“, გიორგი გოგიაშვილის თქმით, „როგორც მოსამრთლე არ წავიდოდა, რადგან მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს აზრის ღიად გამოხატვაზე“.

"შეიძლება მერე ეს საქმე ჩემთან მოვიდეს და ა.შ. მოსამართლე რომ არ ვიყო, შეიძლება წავიდე პრაიდზე. ისიც საინტერესოა, თუ ჩემი შინაგანი მოთხოვნილება არაა, რატომ უნდა წავიდე, საერთოდ?!", - განაცხადა გოგიაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი გოგიაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები