"დავინახე, რომ პოლიციელმა სკამზე იარაღი დამიდო - 19 აგვისტოს შვილის წლისთავი მაქვს და მინდა მის საფლავზე ვიყო"
"დავინახე, რომ პოლიციელმა სკამზე იარაღი დამიდო - 19 აგვისტოს შვილის წლისთავი მაქვს და მინდა მის საფლავზე ვიყო"
19 აგვისტოს შვილის წლისთავი მაქვს და მინდა მის საფლავზე ვიყო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრმა, კობა კოშაძემ მოსამართლის კითხვის პასუხად განაცხადა.

მას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კითხვით მიმართა, გადაიხდიდა თუ არა ადვოკატის მიერ შეთავაზებულ გირაოს.

"დიახ, გადავიხდი. 19 აგვისტოს შვილის წლისთავი მაქვს და მინდა მის საფლავზე ვიყო", - განაცხადა კოშაძემ, რის შემდეგაც მან ემოციები ვერ შეიკავა.

მან სასამართლო სხდომაზე მისი დაკავების შესახებაც ისაუბრა.

"შვილის საფლავზე გავედი,
ღობე მქონდა შესაღები და პირადი მანქანით წამოვედი მარტო. თბილისში რა დროს შემოვედი არ მახოს, წინ პოლიცია გადამიდგა. ვიფიქრე, დაღლილი რომ ვიყავი, სიჩქარეს გადავაჭარბე. პირადობის მოწმობა მომთხოვეს. რა გაქვს საბარგულშიო, მკითხეს. 3 კილო კიტრი, ჩემი ხელით მოკრეფილი კიტრი მიმაქვს-მეთქი ვუთხარი. დავინახე რომ გვერდით სკამზე იარაღი დაიდო,
გამეცინა, ეს რა არის-მეთქი? იარაღი არ მიხსენებია. რა დაინახეო, მკითხეს. შენ რაც დაინახე, ის-მეთქი, ვუთხარი. მაკაროვი შენიაო? მკითხეს. იარაღი არ მქონია. ვმეგობრობ ირაკლი ოქრუაშვილთან, ჩემი შვილის ნათლიაა. იქვე ვუთხარი, ირაკლის მეგობარი ვარ და მასთან ვმუშაობ-მეთქი", - განაცხადა კოშაძემ.

მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა კოშაძის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებისა და პირადი თავდებობის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განმარტებით, კობა კოშაძეს თავდებში უდგებიან კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაღაშვილი.

ამ წუთებში, მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე სათათბიროდ გავიდა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მონისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები