დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხონ - კვირის პალიტრა

დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხონ

"რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოხდეს. როგორც დავით დვალი აცხადებს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია. "მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა "რუსთავი 2“, - მიმართავს დავით დვალი პროკურატურას.

თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ "რუსთავი 2“ მას ეკუთვნოდა და ხვალაც მისი იქნება.

იხილეთ ასევე: "ქიბარ ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო აქეთ-იქით გასაქცევად! "რუსთავი 2“ მეკუთვნოდა და ხვალაც იქნება ჩემი"