იულია სუსლიაკი გაიტაცეს? - რას აცხადებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

იულია სუსლიაკი გაიტაცეს? - რას აცხადებს ადვოკატი?

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს. როგორც ზურაბ თოდუამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე ორ საათზე მეტია, მას სუსლიაკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“სუსლიაკი დღეს ჩემთან მოდიოდა, ხვალ ბრიფინგი მაქვს ჩანიშნული 13:00 საათზე, რომელზეც სუსლიაკს დეტალები უნდა მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არღვევდა მის უფლებებს მთელი სამი თვის განმავლობაში, რა სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მთელი სამი თვე. ეს ყველაფერი რომ არ დაეშვათ, გენერალური პროკურატურორის პროკურორების - თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის პირდაპირი მითითებით, პოლიციის თანამშრომლებმა სამოქალაქო პირებთან ერთად, დღეს 08:30 საათიდან 09:00 საათამდე ბაქო-თბილისის რეისის მე-5 ვაგონიდან, გარდაბნიდან გაიტაცეს იულია სუსლიაკი და მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის ამ დრომდე უცნობია. ტელეფონი გამორთული აქვს. შსს და პროკურატურა ინფორმაციას არ გვაწვდის და ფაქტობრივად საქმე გვაქვს ადამიანის უკანონო გატაცებასთან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე“,-აცხადებს სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

"ინტერპრესნიუსი"