შსს განმარტავს, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში იულია სუსლიაკი - კვირის პალიტრა

შსს განმარტავს, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში იულია სუსლიაკი

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტ "ვახტანგისის“ გავლით აზერბაიჯანში გააბრუნეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

"სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს და ასევე პირი არ იძლევა მგზავრობის მიზნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისის“ გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართლებით“,-აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"